თურქეთში კიდევ სამი ქალაქის მერები დააკავეს – ლიდერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები

5 ივლისს, თურქეთში დააკავეს კიდევ სამი ქალაქის მერები, რომლებიც ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკური პარტიას“ [CHP] წარმოადგენენ. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში სერიული დაკავებები კორუფციის საქმის გამოძიებას უკავშირდება.
კორუფცია ერთ-ერთი ბრალდება იყო სტამბოლის ყოფილი მერის, ექრემ იმამოღლუს შემთხვევაშიც, რომელიც მარტში დააკავეს. ექრემ იმამოღლუ თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა, 2028 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო სთვის. იმამოღლუს დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა დიდ ქალაქებში. აქციების მსვლელობისას, ჯერ მარტო პირველ ხუთ დღეში დააკავეს 1133 დემონსტრანტი და მათ შორს – 10-მდე ჟურნალისტი.
5 ივლისს, შაბათს, დააკავეს: ქალაქ ანტალიის მერი – მუხიტინ ბიოჩეკი, ქალაქ ადანის მერი ზეიდან კარალარი და ქალაქ ადიამანის მერი აბდურახმან ტუტდერე. ადგილობრივი მედიის თანახმად, ანტალიის მერთან ერთად დააკავეს მისი ვაჟიც და მათ მიმართ გამოძიება ცალკე დაიწყო და დეტალები დაუზუსტებელია; ხოლო დანარჩენი ორი ქალაქის მერების შემთხვევაში ბრალდების მხარე ასახელებს მექრთამეობასა და მაქინაციებს ტენდერებში. ოპოზიცია მიმდინარე პრპროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
2024 წელს, თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ [CHP] მნიშვნელოვანი უპირატესობით დაამარცხა რეჯეპ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ [AKP]. ოპოზიციამ გაიმარჯვა 30-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის მეგაპოლისებში, თითქმის 350 მუნიციპალიტეტში, 50-მდე დასახლებაში. ოპოზიციამ გაიმარჯვა ანკარაშიც – თურქეთის დედაქალაქში.