თურქული საფეხბურთო კლუბის “ანტალიასპორის” ისრაელელმა ფეხბურთელმა საგივ იეზეკიელმა გოლის გატანის აღნიშვნისას ხელსახვევი აჩვენა, რითაც მან ჰამასის 100-დღიან ტყვეობაში მყოფი მძევლების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ხელსახვევზე დავითის ვარსკვლავის გვერდით “100 დღე, 7 ოქტომბერი” ეწერა.
ისრაელელი ფეხბურთელის ამ ჟესტმა ადგილობრივ მედიისა და გულშემატკივრების მწვავე რეაქცია მოჰყვა, რის ფონზეც საფეხბურთო კლუბმა იეზეკიელთან კონტრაქტი შეწყვიტა.
აღნიშნული ფაქტის გამო, ანთალიის მთავარმა პროკურორმა საგივ იეზეკიელის წინააღმდეგ გამოძიება “ხალხში სიძულვილისა და მტრობის გაღვივების” საბაბით დაიწყო. ინფორმაცია თურქეთის იუსტიციის მინისტრმა იილმაზ თუნჩიმ დაადასტურა. ხოლო კვირა საღამოს თურქულ მედიაში იეზეკიელის დაკავების ცნობები გავრცელდა.
თუნჩის თქმით, იეზეკიელმა ამ ქმედებით “ღაზაში ისრაელის მიერ ჩადენილი მასობრივი ხოცვა აღნიშნა”. “ჩვენ დაჩაგრული პალესტინელების მხარდაჭერას გავაგრძელებთ”. – დაამატა მან.