თურქეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა, რაც გასული 8 თვის განმავლობაში მომხდარი პირველი შემთხვევაა. როგორც სტატისტიკის სამსახური იუწყება, გასულ თვეს ქვეყანაში ინფლაცია 71.6%-მდე შემცირდა, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 75.5%-ისა.
71.6%-იანი ინფლაცია გაცილებით უკეთესია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებითაც, რომელიც საშუალოდ 72.6% იყო.
ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ინფლაციის კლების პროცესი უკვე ოფიციალურად დაიწყო და ის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.