თურქეთში ბოლო 9 თვის განმავლობაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწინააღმდეგე 500-ზე მეტი პოლიტიკოსი დააკავეს

თურქეთში ბოლო 9 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი პოლიტიკოსი დააკავეს, რომლებიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწინააღმდეგეები არიან.
Reuters წერს, რომ ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება კორუფციულ ქსელს ეხება, რომელიც „რვაფეხას ჰგავს, რომლის საცეცებიც თურქეთის სხვა ნაწილებსა და საზღვარგარეთამდეა გადაჭიმული“.
მათივე ცნობით, გამოძიება თავდაპირველად სტამბოლში დაიწყო, მაგრამ მთელ ქვეყანაში გავრცელდა და მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტებს მოიცავს, რომლებსაც ერდოღანის მთავარი ოპონენტი რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP) მართავს.
„ეს არის სამართლებრივი პროცესი და არა პოლიტიკური. ჩვენ არ ვართ ჩართულნი ამ პროცესის არცერთ ასპექტში“, – განუცხადა ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს