თურქეთში ადგილობრივი არჩევნების წინასწარი, ნაწილობრივი შედეგებით, ოპოზიცია იმარჯვებს

თურქეთში 31 მარტს ადგილობრივი გაიმართა. წინასწარი ნაწილობრივი შედეგებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკეთესი შედეგები აჩვენეს.
ყველა მოელოდა სტამბოლის შედეგებს, სადაც ხუთი წლის წინ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანის ისლამურ-კონსერვატიულმა პარტიამ ოპოზიციასთან ბრძოლა წააგო და ახლა იმედი ჰქონდა, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქს ხელიდან გამოაცლიდა რესპუბლიკურ სახალხო პარტიას.
თურქეთი ირჩევს რეგიონულ მმართველებს 81 პროვინციაში.
სტამბოლს მართავს ერდოანის უდიდესი პოლიტიკური მეტოქე რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან, ექრემ იმამოღლუ.
ნაწილობრივი – წინასწარი შედეგებით, როცა ბიულეტენების 49 %-ია გახსნილი, სტამბოლში იმამოღლუა წინა – 50, 05 %-ით. მისმა მეტოქემ, მერობის კანდიდატმა ერდოანის პარტიიდან მურათ ქურამმა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, 41,2 % მიიმხრო.
სტამბოლის თავი ერდოანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ერდოანი მიიღებს მონაწილეობას.
მოელოდნენ, რომ დედაქალაქ ანკარაში, მოქმედი მერი, მანსურ იავაში, შეინარჩუნებდა პოსტს. მომავალში იავაშიც ერდოანის პოტენციური მეტოქეა. ბიულეტენების თითქმის 30 %-ის გახსნის შემდეგ, ანკარაში მანსურ იავაშია წინ 58,2 %-ით, ხოლო მეტოქეს ამომრჩეველთა 34,1 % მიემხრო. ოპოზიციური ძალები ლიდერობენ ასევე თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირშიც.