თურქეთში ГРУ-ს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი ერლიკაიმ თქვა, რომ დააკავეს ს მოქალაქე, რომელიც მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი.
მინისტრის თქმით, თურქეთმა ძებნილზე ინფორმაცია ადგილობრივი დროით 10:30-ზე მიიღეს. მოთხოვნაში ნათქვამი იყო, რომ ევგენი სერებრიაკოვმა, რომელიც დააკავეს, ტერაქტი ჩაიდინა და მოსკოვში ავტომობილი ააფეთქა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ეჭვმიტანილი თურქეთში მოსკოვი-ბოდრუმის რეისით ჩავიდა.
ეჭვმიტანილი, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის პოლიციამ დააკავა. დაკავების ვიდეო შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.
RUSYA’DA BOMBALI SALDIRI DÜZENLEYEN TERÖRİST BODRUM’DA YAKALANDI❗️

Bugün saat 10.30’da Rusya Interpol Birimi yetkilileri tarafından İnterpol/Europol Daire Başkanlığımız telefonla aramış, “Rusya uyruklu Evgenii Serebriakov isimli şahsın Moskova’da bombalı araçla terör saldırısı… pic.twitter.com/2u277bK0UP— Ali Yerlikaya (@AliYerlikaya) July 24, 2024
აქამდე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა თქვა, რომ ეჭვმიტანილი თურქეთში გაიქცა. მისივე თქმით, დაკავებული პირის ექსტრადიციაზე თურქეთთან საუბარი მიმდინარეობს.
24 ივლისის გამთენიისას მოსკოვში აფეთქდა Toyota Land Cruiser-ი, რომელიც, მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერს ეკუთვნოდა. აფეთქების შედეგად დაშავებულმა კაცმა დაკარგა ორივე ტერფი, ხოლო ქალმა სახის დაზიანება მიიღო.
Интерфакс-ის ცნობით, მანქანა ეკუთვნოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკს (კომერსანტის ცნობით, მაიორს). მედია Агентство-ს ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავდა ანდრეი ტორგა, რომელიც რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГРУ) მუშაობს.