თურქეთმა 10 წელიწადში 13 თვითმფრინავის ძრავა შექმნა

თურქეთის საავიაციო ძრავების წამყვანმა კომპანიამTAI Engine Industries Inc. (TEI) ბოლო 10 წლის განმავლობაში 13 ძრავა შექმნა.
ამასთანავე დაიწყო ექვსი ძრავის სერიული წარმოება: TEI-TJ90, TEI-PG115, TEI-PD155, TEI-PD170, T700-TEI-701D, TEI-PG50.
TEI-მ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პირველი თურქული ტურბოფენის ძრავა TEI-TF6000, რომელითაც KIZILELMA და ANKA-III უპილოტო საფრენი აპარატები აღიჭურვება. ეს ძრავა იქნება ნაბიჯი მე-5 თაობის ეროვნული მებრძოლი KAAN-ისთვის სპეციალური ძრავის შექმნისთვის.
გარდა ამისა, წარმატებით განახორციელეს ფრენები პლატფორმებმა, რომლებიც გამოიყენებენ 7 ძრავას: TEI-TJ90, TEI-PG115, TEI-PD155, TEI-PD170, T700-TEI-701D, TEI-PG50, TEI-TS1400.
წყარო: avianews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა