თურქეთის საჰაერო ძალებმა 23 დეკემბერს ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) 29 სამიზნეზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც წინა ორი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ერაყში ქურთების თავდასხმებს 12 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობებით, თურქეთმა PKK-ს სამხედრო ბაზები, თავშესაფრები და ნავთობის საცავები გაანადგურა, ხოლო ქურთისტანის მუშათა პარტიის 23 წევრი მოკლა.
ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) თურქეთს, აშშ-სა და ევროკავშირს, ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში ჰყავთ შეყვანილი.