თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.
შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას პარლამენტის 346 წევრიდან 287 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი NATO-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ