თურქეთმა, ღაზაში ომის გამო, ისრაელში გარკვეული პროდუქტების ექსპორტი შეზღუდა

თურქეთმა შეზღუდა გარკვეული პროდუქციის ექსპორტი ისრაელში მანამ, სანამ ის ცეცხლს არ შეწყვეტს და არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების „საკმარისი და შეუფერხებელი ნაკადის“ გატარებას ღაზის სექტორში. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების მრავალრიცხოვან მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისა და უწყვეტი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მასში ნათქვამია, რომ თელ-ავივმა „გაეროსთან სრული თანამშრომლობით უნდა დაუშვას ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელებისთვის ყველა ძირითადი ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდება, მათ შორის სამედიცინო მარაგის და ჯანდაცვის სერვისების, რომლებიც მათ სჭირდებათ“.
„თურქეთმა გადაწყვიტა შეზღუდოს პროდუქციის ექსპორტი ისრაელში დანართში მითითებული პროდუქტების ჯგუფების ფარგლებში, როგორც პირველი ნაბიჯი, 2024 წლის 9 აპრილიდან. ამ გადაწყვეტილების მოთხოვნები დაუყოვნებლივ შესრულდება“, – აცხადებენ სამინისტროში.
ჩამოთვლილია ალუმინის და ფოლადის ნაწარმის რამდენიმე სახეობა, საღებავი, ელექტრო კაბელები, სამშენებლო მასალები, საწვავი და სხვა მასალები.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თურქეთი „დიდი ხანია არ უშვებს ისრაელისთვის რაიმე პროდუქტის ან სერვისის მიყიდვას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვის“.