თურქეთმა საჰაერო მიმოსვლა 130 ქვეყანაში 343 მიმართულებამდე გააფართოვა

თურქეთმა საჰაერო მიმოსვლა 130 ქვეყანაში 343 მიმართულებამდე გააფართოვა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ საჰაერო ქსელად აქცევს.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლის აზიურ ნაწილში, საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„ოდესღაც საერთაშორისო ფრენებს 60 მიმართულებით, 50 ქვეყანაში ვახორციელებდით, ჩვენს ქსელს დავამატეთ 283 ახალი მიმართულება და გავზარდეთ 343-მდე 130 ქვეყანაში. თვითმფრინავების საერთო რაოდენობა 489-დან, 1813-მდე, ანუ 270%-ით გაიზარდა. იმისათვის, რომ მსოფლიოში არ დავტოვოთ ისეთი ადგილი, სადაც ჩვენ ვერ მივაღწევთ, თურქეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრენების ქსელად ვაქციეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის გაიხსნა, რომლის სიგრძე 3540 მეტრია, ამან აეროპორტის გამტარუნარიანობა უნდა გააორმაგოს. პროექტში ჯამურმა ინვესტიციამ 970 მილიონი დოლარი შეადგინა.
დაგეგმილია, რომ წლის ბოლომდე ამ აეროპორტის გავლით მგზავრთა რაოდენობა 37 მილიონს გადააჭარბებს, ახალი ასაფრენი ბილიკის ამოქმედებით კი აეროპორტი ყოველწლიურად 85 მილიონზე მეტი მგზავრის მიღებას შეეძლება. ახალი ასაფრენი ბილიკი გამოყენებული იქნება დასაფრენად, ძველი – ასაფრენად.
როგორც მანამდე თურქული ტელეარხი NTV იტყობინება, სტამბოლის კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც ქალაქის ევროპულ მხარეს მდებარეობს, დეკემბრის დასაწყისში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა ევროპაში. მან, 4-10 დეკემბრის პერიოდში, დღეში საშუალოდ 1296 რეისი შეასრულა.
ამ პერიოდში ფრენების რაოდენობით მეორე ადგილზეა ლონდონის ჰითროუ დღეში საშუალოდ 1286 რეისით, ამსტერდამის შიპჰოლი 1251 რეისით და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი 1217 რეისით.