თურქეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა ერაყსა და სირიაში მდებარე ობიექტებზე

ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურთ მებრძოლებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად გაანადგურა 23 სამიზნე.
დარტყმები განხორციელდა მეტინას, გარას, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში ჩრდილოეთ ერაყში.
“განადგურდა ოცდასამი სამიზნე, მათ შორის გამოქვაბულები, თავშესაფრები, გვირაბები, საბრძოლო მასალის საწყობები, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მასალები და ობიექტები”, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბევრი ბოევიკი “განეიტრალდა”.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც პარასკევს, ჩრდილოეთ ერყაში, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ბოევიკებთან შეტაკებისას 9 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.. PKK-ს თურქეთი, და ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად ასახელებენ.