2025 წლის ევრობასკეტის მეორე ფინალისტი თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრები დიდი ანგარიშით, 94:68 დაამარცხა.
თურქეთმა 10-ქულიანი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და მეტოქეს ყველა პერიოდში აჯობა. საბერძნეთის ნაკრებს მეტოქესთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონია.
თურქეთის ნაკრების რიგებში საუკეთესო 28 ქულით ერჩან ოსმანი იყო, 17 ქულა ჰქონდა ჩედი ოსმანს, ხოლო მიმდინარე ევრობასკეტზე თურქების გამორჩეულმა მოთამაშემ, ალპერენ შენგუნმა შეხვედრა 15 ქულით, 12 მოხსნით, 6 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.
შედეგად, ევრობასკეტის ფინალში ერთმანეთს თურქეთი და გერმანია შეხვდებიან. მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მანამდე, 18:00 საათზე, მესამე ადგილისთვის მატჩში საბერძნეთი ფინეთს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრას პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
1tv.ge
