ევრობასკეტის მეორე ნახევარფინალურ მატჩში თურქეთის ნაკრებმა საბერძნეთი დიდი სხვაობით 94:68 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში თურქები მეტოქეზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ, ატამანის გუნდმა ბერძენთა ლიდერი იანის ანტეტოკუნმპოც უმარტივესად გაანეიტრალა.
ბერძნებმა პირველი ტაიმი 49:31 მოიგეს და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი პირველივე ნახევარში მოუსპეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ერქან ოსმანი გახდა, რომელმაც 34 წუთში 28 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
თურქეთის ნაკრების ლიდერმა ალპერენ შენგუნმა 33 წუთში 15 ქულა, 12 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
საბერძნეთის ნაკრებიდან მისთვის მოკრძალებული სტატისტიკით გამოირჩა იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც 12 მოხსნასთან ერთად მხოლოდ 12 ქულა დააგროვა.
2025 წლის ევრობასკეტზე მხოლოდ ორი ნაკრები დარჩა, რომლებიც ჯერჯერობით, არ დამარცხებულან, თუმცა ეს სერია 14 სექტემბერს შეწყდება, რადგან ტურნირის ფინალში ერთმანეთს დაუმარცხებელი გერმანიისა და თურქეთის ნაკრებები შეხვდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ორივე ფინალისტს ევროპის ჩემპიონატის ტიტული ისტორიაში ერთხელ აქვთ მოგებული.
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] – 41 საბერძნეთთან – საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება – საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
[VIDEO] ისტორიაში პირველად – საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
სუპერმატჩი ევრობასკეტზე – თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
იანისის ლიდერობით – საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა – დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
“წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო” – რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა – ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა – თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი – ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება
ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!
თურქეთი მაგრად იწყებს – ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
