თურქეთმა ისრაელთან ყველა სახის ვაჭრობა შეაჩერა

ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო თურქეთმა ისრაელთან ყველა სახის ვაჭრობა შეაჩერა.
თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელთან ვაჭრობა შეჩერდება, ვიდრე არ დაუშვებს ღაზაში დახმარების „უწყვეტ და საკმარის ნაკადს“. თურქეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაჭრობის შეჩერება მოიცავს „ყველა პროდუქტს“.
ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გასულ წელს თითქმის შვიდი მილიარდი დოლარი იყო.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტი „დიქტატორის მსგავს“ ქცევაში დაადანაშაულა. ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ერდოღანი „უგულებელყოფს თურქი ხალხისა და ბიზნესმენების ინტერესებს, ასევე საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს“.
ისრაელ კაცმა დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოეძებნა თურქეთთან ვაჭრობის ალტერნატივა, აქცენტით ადგილობრივ წარმოებაზე და სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე.