თურქეთმა ისრაელთან ეკონომიკური კავშირი გაწყვიტა, თურქულ ხომალდებს ისრაელის პორტებში შესვლა აუკრძალა, ხოლო ისრაელის ავიაციისთვის თურქეთის საჰაერო სივრცე დახურა
თურქეთმა ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობები შეწყვიტა და თურქულ ხომალდებს ისრაელის პორტებში შესვლა აუკრძალა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით ასევე დახურულია თურქეთის საჰაერო სივრცე ისრაელის ავიაციისთვის.
ღაზაში არსებული ვითარების გამო თურქეთი ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.
თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თურქეთისა და ისრაელის სავაჭრო კავშირი 2023 წელს 7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
