თურქეთის ხელისუფლებამ 325 ავღანელი მიგრანტის დეპორტაცია მოახდინა გასული ორი დღის განმავლობაში, – განაცხადა თალიბანის მთავრობის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამინისტრომ 10 ნოემბერს.
სამინისტროს თანახმად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია თითოეულ დეპორტირებულ მიგრანტს 150 ევროს ეკვივალენტურ თანხას გადასცემს.
გასულ თვეებში, თურქეთმა გააძლიერა დაკავება და დეპორტაცია ავღანელი მიგრანტებისა, რომელთა უმრავლესობას საბუთები არ აქვთ.
სექტემბერში, ავღანეთის 600-მდე მოქალაქე იქნა დაკავებული სტამბოლში, პოლიციის მიერ და გადაყვანილი იქნა დაკავების ცენტრებში.