“თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს” | შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“დროა, რატიფიცირება მოხდეს როგორც თურქეთის, ასევე, რა თქმა უნდა, უნგრეთის მიერ და ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაგზავნილი მკაფიო გზავნილი”, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თვეების განმავლობაში, თურქეთი და უნგრეთი შვედეთის NATO-ში წევრობის რატიფიკაციას უკვე თვეებია,
აჭიანურებენ.
“ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში მომენტი ევროპისა და მსოფლიოსთვის – და NATO-სთვის, როგორც ორგანიზაციისთვის. უსაფრთხოების გაუარესების და ასევე უკრაინის ომის გამო, შვედეთის გაწევრიანება NATO-ში ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბილსტრომმა NATO-ს მინისტრების შეხვედრაზე.
მისი თქმით, თურქეთის მხრიდან შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციას უახლოეს რამდენიმე კვირაში ელოდება. მისი განცხადებით, სტამბოლს ახალი პირობები არ წამოუყენებია და შეთანხმების ის ნაწილი, რაც შვედეთს ეხებოდა, შესრულებულია.