ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად პოლონეთთან 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები დებიუტში ლევანდოვსკის პასით სვიდერსკიმ დააწინაურა. შემდეგ ორივემ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. შესვენების მერე სტუმრები გააქტიურდნენ და მეკარე შესნიმ რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. კონტრშეტევაზე ორი შანსი პოლონელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ 19 წლის ურბანსკის მეკარე გიუნოკმა არ გაატანინა. შეცვლაზე შესულმა ილმაზმა კი 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში აკტიურკოღლუს ცოტა დააკლდა გატანამდე. სამაგიეროდ ბოლოს ზალევსკიმ გაიტანა და პოლონელებს გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ევროვნული გუნდი თურქეთს ჯგუფური ეტაპის
პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში ეთამაშება.
პოლონეთი – თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 სვიდერსკი (12), 1:1 ილმაზი (77), 2:1 ზალევსკი (90)