გამოცემა Bloomberg -ის ცნობით, თურქეთი მზადაა უკრაინაში სამშვიდობო მისიისთვის ჯარები გაგზავნოს.
როგორც Bloomberg წერს, უკრაინაში თურქი სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა.
გამოცემის წყაროების თანახმად, თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას არცერთ „სამშვიდობო მისიაში“, თუ არ იქნება ჩართული ყველა კონსულტაციასა და მისი ფორმირებისთვის მზადებაში.
Bloomberg-ის წყარომ, განცხადებით, რუსეთს, რომელიც საჯაროდ ეწინააღმდეგება უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას, ნატოს წევრი თურქეთის ამ იდეასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ გაუცია. თურქეთი ნატოს წევრებს სიდიდით მეორე არმია ჰყავს.
გამოცემის წყარომ დასძინა, რომ ეს საკითხი ანკარასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში პრიორიტეტად არ განიხილება.
