თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს

თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ გამოცემა Yeni Şafak-ი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანზე დაყრდნობით წერს.
მინისტრის განცხადებით, ანკარა მზად არის, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი და ლიდერთა შესაძლო სამიტი სტამბოლში გამართოს.
„რუსეთსა და უკრაინის დელეგაციებს შორის სტამბოლში გამართული სამი რაუნდის შედეგად მიღწეულია რეალური შედეგები – მათ შორის ტყვეთა გაცვლა და პირდაპირი დიალოგის აღდგენა. ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ დიპლომატია რჩება ერთადერთ გზად უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,“ — აღნიშნა ფიდანმა.
მისივე თქმით, თურქეთი მომავალშიც გააგრძელებს დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერას და მზადაა უზრუნველყოს საკუთარი ტერიტორია, როგორც მოლაპარაკებების პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო