თურქეთი მასპინძლობს მოლაპარაკებებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე

მიმდინარე კვირაში თურქეთის საზღვაო ძალების შტაბ-ბინა ანკარაში მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს – განხილვის მთავარი თემაა შავი ზღვის უსაფრთხოება, რუსეთსა და ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში.
ეს შეხვედრები მოჰყვა ცნობას თურქეთის განცხადებაზე, რომ სურს უკრაინაში მრავალეროვნული სამხედრო ძალების განთავსების „საზღვაო განზომილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს“. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას ორმა ევროპულმა დიპლომატიურმა წყარომ მიაწოდა.
მონტროს 1936 წლის კონვენცია აწესებს მკაცრ შეზღუდვებს არასაზღვაო ქვეყნებისთვის შავ ზღვაში თავიანთი საზღვაო ძალების ტონაჟსა და ხანგრძლივობაზე. ეს თურქეთს, რომელსაც ნატოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამხედრო ძალები ჰყავს, ბუნებრივად აქცევს მნიშვნელოვან მოთამაშედ.
15 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა: “თურქეთი სულ უფრო მეტ წონას იძენს, როგორც მთავარი პოლუსი მულტიპოლარულ მსოფლიოში. ამჯერად თურქეთი ნამდვილად დაიკავებს მართებულ ადგილს გლობალურ სისტემაში, რომელიც ახლა რესტრუქტურიზაციას განიცდის“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია