ევრობასკეტის პირველ ტურში, A ჯგუფში ლატვიის ნაკრები ქალაქ რიგაში თურქეთთან 73:93 დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჩედი ოსმანი გახდა, “პანათინაიკოსის” კალათბურთელმა 28 წუთში 20 ქულა, 3 მოხსნა და 3 საგოლე პასი მიითვალა.
ალფერენ შენგუნმა 28 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.
მასპინძელთაგან რიჰადს ლომაზსმა 24 წუთში 16 ქულით, 2 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
თურქეთის ნაკრები მომდევნო ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა 29 აგვისტოს, თბილისის დროით 15:45 საათზე გაიმართება.
ლატვია 29 აგვისტოს ესტონეთს შეხვდება, აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
დღის სხვა შეხვედრები:
დიდი ბრიტანეთი-ლიეტუვა 70:94
ჩეხეთი-პორტუგალია 50:62
მონტენეგრო-გერმანია 76:106
ლატვია-თურქეთი 73:93
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ – საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse
საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია
ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ – საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კოკოშკოვმა ბალტიისპირელები სახლში გაუშვა
ევრობასკეტ 2025-ის მეოთხე მასპინძელი პოლონეთი იქნება
