თურქეთი ისრაელთან, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული ტრაგედიის მოტივით, ვაჭრობას აჩერებს

თურქეთმა ისრაელთან ყოველგვარი ვაჭრობა შეაჩერა და ამის მიზეზად მისი შეტევის გამო, ღაზის სექტორში გამწვავებული ჰუმანიტარული ტრაგედია დაასახელა.
თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაჭრობის შეჩერება მოიცავს ყველა პროდუქტს და ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ არ დაუშვებს ღაზაში დახმარების “უწყვეტი და საკმარისი ნაკადის” გატარებას.
„თურქეთი მკაცრად და გადამწყვეტად განახორციელებს ამ ახალ ზომებს მანამ, სანამ ისრაელის მთავრობა არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ და საკმარის ნაკადს ღაზაში“, – აღნიშნულია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი დიქტატორის მსგავსად იქცევა. მისი მტკიცებით, ერდოღანი “უგულებელყოფს თურქი ხალხის და ბიზნესმენების ინტერესებსა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს”.
ცნობისთვის, შარშან, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.