თურქეთი იმედოვნებს, რომ ნატო-ში შვედეთის განაცხადის დაკმაყოფილების სანაცვლოდ F-16 თვითმფრინავებს მიიღებს

თურქეთი იმედოვნებს, რომ ნატო-ში შვედეთის განაცხადის დაკმაყოფილების სანაცვლოდ F-16 თვითმფრინავებს მიიღებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“დაე, ჩვენმა კოლეგებმა -ში წარმატებით მოაგვარონ თურქეთისთვის F-16-ების მიწოდების საკითხში კონგრესში, თურქეთის პარლამენტში ნატო-ში შვედეთის წევრობის განხილვის პარალელურად. მოდით ეს ნაბიჯები ერთდროულად გადავდგათ”, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, თურქეთისა და უნგრეთის გარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა ქვეყანამ შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ