თურქეთი თვლის, რომ რაფაჰზე ისრაელის იერიში მიუღებელია

თურქეთის საგარეო საქმეა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა თავის ამერიკელ კოლეგა ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ქალაქ რაფაჰზე ს არმიის თავდასხმა მიუღებელია.
ეს ინფორმაცია Reuters-ის სააგენტოს მიაწოდა წყარომ თურქეთის დიპლომატიური წრეებიდან. ფიდანმა ბლინკენს უთხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში და აღნიშნა, რომ უნდა მოგვარდეს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შექმნილი ზღუდეების მოხსნა. რ
ამდენიმე დღის წინ ისრაელმა კვლავ მიიტანა იერიშები ღაზის ომით გაჩანაგებულ ჩრდილოეთზე, სადაც -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მებრძოლების ნაწილი გადაჯგუფდა არეალებში, რომლებსაც ისრაელი თვეების წინ აცხადებდა ჰამასის ძალებისგან გათავისუფლებულად. რაფაჰს თავს აფარებდა მილიონზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან 300 000-მდე ადამიანმა ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანების გამო დატოვა ქალაქი. ისრაელი აცხადებს, რომ რაფაჰში უნდა შევიდეს ჰამასის დასამარცხებლად.