თურქეთი გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში… ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა – ზაზა დობორჯგინიძე

თურქეთი გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში… ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა – ზაზა დობორჯგინიძე
თურქეთი კონკურენტული ავტორიტარიზმიდან, სადაც თეორიულად ოპოზიციას გამარჯვება შეეძლო და თვითმმართველობის არჩევნებში იგებდა კიდეც, გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში. მთავარი კონკურენტი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონდა, დააკავეს. ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა, – წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
მისივე თქმით, ერდოღანმა მომენტი იდეალურად შეარჩია – ევროპას თურქეთი სჭირდება როგორც ნატოს მეორე არმია და მიგრანტთა ტალღების შემაკავებელი ბუფერი. მანვე აღნიშნა, რომ ამას ემატება უკრაინის ომი და ტრამპთან დაკავშირებული გაურკვევლობაც, რის ფონზეც დასავლეთს რეაგირებისთვის არც სურვილი აქვს და არც დრო.
„თურქეთი კონკურენტული ავტორიტარიზმიდან, სადაც თეორიულად ოპოზიციას გამარჯვება შეეძლო და თვითმმართველობის არჩევნებში იგებდა კიდეც, გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში. მთავარი კონკურენტი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონდა, დააკავეს.
ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა. არც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციებს, არავინ საუბრობს დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკომისიის განცხადებები მხოლოდ ფორმალური მოწოდებებით შემოიფარგლა, რომ თურქეთმა კარგი იქნება დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას. ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიის სერიოზული ტრადიცია ჰქონდა, მაგრამ ახლა სეკულარიზმიც ჩამოიშალა, სამოქალაქო საზოგადოებაც გაანადგურა, მედიაც კონტროლის ქვეშაა, სასამართლოც და ბოლოს, ოპოზიციის მთავარი ლიდერიც დააპატიმრეს.
ერდოღანმა მომენტი იდეალურად შეარჩია. ევროპას თურქეთი სჭირდება როგორც ნატოს მეორე არმია და მიგრანტთა ტალღების შემაკავებელი ბუფერი. ამას ემატება უკრაინის ომი და ტრამპთან დაკავშირებული გაურკვევლობაც, რის ფონზეც დასავლეთს რეაგირებისთვის არც სურვილი აქვს და არც დრო“, – წერს ზაზა დობორჯგინიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში – 7.7%, ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც

მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება