თურქეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში გაანადგურა ქურთი მეომრების 25 სამიზნე

თურქეთმა საჰაერო იერიშები განახორციელა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში და მიზანში ამოიღო ქურთი მეომრების 25 სამიზნე – იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო 13 იანვარს.
სამინისტროს განცხადებით, ოპერაციები განხორციელდა ჩრდილოეთ სირიაში და ერაყის მეტინის, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბევრი მეომარი “ნეიტრალიზებულ იქნა” – რაც, სავარაუდოდ, მოკლულს ნიშნავს – საჰაერო იერიშებით, რომლებითაც განადგურდა 25 სამიზნე, ანუ გამოქვაბულები, თავშესაფრები და საწყობები.
პარასკევს თურქეთის ცხრა ჯარისკაცი ემსხვერპლა შეტაკებებს აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება