თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს

თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის პოსტზე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფატიჰ კარაჰანი დანიშნა.
კარაჰანმა, რომელიც აქამდე მმართველის მოადგილე იყო, ჩაანაცვლა ჰაფიზ ერქანი – ბანკის პირველი ქალი მმართველი ისტორიაში. მან პოსტზე რვა თვე დაჰყო და თანამდებობა სამ თებერვალს დატოვა, როგორც თავად განაცხადა, მისი „რეპუტაციული მკვლელობის“ მცდელობის გამო. ერქანის მმართველობისას ცენტრალურმა ბანკმა საგრძნობლად გაზარდა ფულის გასესხების საპროცენტო განაკვეთი – 8.5%-დან 45%-მდე.
· ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის ასეთი ზრდა არამომგებიანს და ხშირად, ზედმეტად ძვირს ხდის კომერციული ბანკების მიერ თანხის სესხებას, რაც ამცირებს ბაზარზე არსებულ ფულად მასას. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინფლაციის დონის შემცირებას.
კარაჰანი, „ენ-ბი-სის“ ცნობით, ცენტრალური ბანკის მკაცრ ფისკალურ პოლიტიკას განაგრძობს და ინფლაციის კონტროლის ქვეშ მოქცევას შეეცდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მიზანი, მისივე თქმით, დარჩება ინფლაციის დარეგულირება. ბოლო ხუთ წელიწადში ლირა 80%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებით, მხოლოდ 2023 წელს კი – 38%-ით.
კარაჰანი ბოლო ხუთ წელიწადში ცენტრალური ბანკის უკვე მეექსვე მმართველია. თურქეთის ცენტრალურ ბანკში მუშაობის დაწყებამდე იგი -ში ცხოვრობდა, თითქმის ათი წელი მუშაობდა ფედერალურ რეზერვში [აშშ-ის ცენტრალური ბანკი] და კომპანია „ამაზონში“, ასევე იყო ლექტორი კოლუმბიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება