თურქეთის შს მინისტრი – თურქეთში სამი ტერორისტი ავიაკოსმოსურ კომპანიას TUSAŞ დაესხა თავს, არიან დაღუპულები და დაჭრილები

თურქეთში სამი ტერორისტი ავიაკოსმოსურ კომპანიას TUSAŞ დაესხა თავს, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და თურქული მედია ავრცელებენ.
გამოცემა CNN Turk-ის ცნობით, სამი ტერორისტი თავს დაესხა ანკარის კარამანკაზანის უბანში მდებარე კომპანიას Turkish Aerospace Industries, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქული შეიარაღების სისტემების განვითარებაში.
თურქული მედია ტერორისტიების სურათებს ავრცელებს, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს. კადრებზე ჩანს, რომ სამი ტერორისტი, მათ შორის ერთი ქალი, კომპანიის კართან ტაქსით მივიდნენ, მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით გადმოვიდნენ და თავდასხმა განახორციელეს.
მოგვიანებით განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი ერლიკაიამაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაჭრილები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ასევე დაგაინტერესებთ