თურქეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ცენტრალური მთავრობის მთლიანი ვალი 2023 წლის ბოლოს 6,7 ტრილიონ ლირას (227,4 მილიარდი დოლარი) შეადგენდა.
ამავე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ვალის მოცულობა 67%-ით გაიზარდა.
თანხის დაახლოებით 35,8% ლირაშია, დანარჩენი კი უცხოურ ვალუტაში.
გასული წლის ბოლოსთვის 3,2 ტრილიონი ლირა (108,6 მილიარდი დოლარი) ვალი შიდა და დაახლოებით 3,5 ტრილიონი ლირა (118,9 მილიარდი აშშ დოლარი) გარე წყაროებიდან იყო.
მთლიანი ვალი მოიცავს სახელმწიფო უწყებების, თურქეთის ცენტრალური ბანკის, კერძო კომპანიების და შინამეურნეობების დავალიანებას.
სახაზინო ვალდებულებები 31 დეკემბრის მდგომარეობით 27,2 მილიარდ ლირას (920 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.
გასული წლის ბოლოს აშშ დოლარის კურსი თურქულ ლირასთან მიმართებით დაახლოებით 29,56 იყო.