თურქეთის საპარლამენტო კომისიაში კენჭისყრის შემდეგ, შვედეთი ნატოს მიუახლოვდა

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ 26 დეკემბერს დაამტკიცა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასავლური ალიანსის გაფართოებისკენ 19 თვიანი შეფერხების შემდეგ.
ამ დროის განმავლობაში ანკარა ტერორიზმთან დაკავშირებულ დათმობებს ითხოვდა სტოკჰოლმისგან. შემდეგი ნაბიჯი, როგორც Reuters-ი იტყობინება, სრული საპარლამენტო კენჭისყრაა, რომელზეც, საკითხი, მოელიან, რომ დადებითად გადაწყდება.
შემდეგ ერდოანი ხელს მოაწერს კანონს და ამგვარად, დაასრულებს პროცესს, რომელმაც იმედი გაუცრუა ანკარის ზოგიერთ მოკავშირეს და გამოცდა მოუწყო დასავლეთთან მის კავშირებს.
თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ უნდა ველოდოთ შვედეთის განაცხადის გარშემო სწრაფ კენჭისყრას პარლამენტის გენერალურ ასამბლეაში.
ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანება შარშან მოითხოვეს ში შეჭრის ფონზე. თურქეთმა, ნატოს წევრმა, ფინეთის საკითხი დაამტკიცა, მაგრამ უარყოფითად შეხვდა შვედეთის განაცხადს იმის გამო, რომ მისი თქმით, სტოკჰოლმი იცავს ორგანიზაციებს, რომელსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმაც არ მოახდინა შვედეთის წევრობის რატიფიცირება, თურქეთი განიხილება მთავარ დაბრკოლებად სამხედრო ალიანსში სკანდინავიის ქვეყნის გაწევრიანებისა და ბალტიის ზღვის რეგიონში მისი თავდაცვის გაძლიერების საქმეში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს