თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა. ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა.
მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.
ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული.
როგორც მედია წერს, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.