ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული დარტყმები ღიად არღვევს “ჰამასთან” მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების მტკიცებით, შეშფოთებულია მშვიდობიან მოსახლეობაში მხვერპლის შესახებ ინფორმაციით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ ერთგული დარჩეს.
„თურქეთი გააგრძელებს სოლიდარობას პალესტინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს რეგიონში სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობების მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს. „ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა.




