თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო და საზღვაო გზით მიწოდება პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ გამოსავალი არ არის

ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო და საზღვაო გზით მიწოდება პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ გამოსავალი არ არის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ონჩუ კეჩელიმ ანკარაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულების გზებს მსოფლიო საზოგადოების მიერ მათზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად ეძებს. მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია პრობლემის რეალური საფუძვლის მოგვარება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ანკარამ ღაზაში 9 000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ