თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, უფრო აქტიური როლი შეასრულოს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით გადაწყვეტის მიმართულებით.
მედიის ინფორმაციით, ფიდანმა რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ღაზაში ულმობლობა უნდა შეწყდეს და ამერიკელ და გერმანელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ცეცხლის დაუყოვნებლივ შესაწყვეტად საჭირო ნაბიჯები განიხილა.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე -ის მიერ ვეტოს კიდევ ერთხელ დადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია ვერ დაამტკიცა, აჩვენებს, რომ რეფორმა აუცილებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე