დღეს ორი გზა არსებობს: ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს, ორივე მხარე აირჩევს, რომელ გზას დაადგება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის 2022 წლის მარტის შემდეგ პირველ პირდაპირ კონტაქტს წარმოადგენს.
„ეს შეხვედრა 2022 წლის მარტის შემდეგ პირველ პირდაპირ კონტაქტს წარმოადგენს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მივაღწიოთ. რადგან ომი კვლავ ბევრ სიცოცხლეს იწირავს, ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივი განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შემდეგი ფაზა ერთად ჩამოყალიბდება ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანისა და გადადგმული ნაბიჯების მეშვეობით“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჰაკან ფიდანმა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს, რომლებმაც სტამბოლში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყეს, წარმატებები უსურვა.
