თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გვჯერა, რომ ევროკავშირი, რეგიონული ერთობლიობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ის სრულყოფილი ვერ იქნება თურქეთის გარეშე

2023 წლის მაისის საპრეზიდენტო ს შემდეგ, ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა და მისი სტრატეგიული გზა უცვლელი რჩება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ფინელ კოლეგასთან, ელინა ვოლტონენთან ჰელსინკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ევროპული ქვეყნები გაერთიანდნენ და ერთად გადაჭრან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები იმ ევროპული გეოგრაფიის ფარგლებში, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან.
„გვჯერა, რომ ევროკავშირი, რეგიონული ერთობლიობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, სრულყოფილი ვერ იქნება თურქეთის გარეშე, განსაკუთრებით ახალ გარემოში. ამიტომ, ევროკავშირმა და თურქეთმა რაც შეიძლება სწრაფად წინ უნდა წაწიონ მიმდინარე ინტეგრაციის პროცესი. როგორც მთავრობა და სახელმწიფო, ჩვენ ამ საკითხს მტკიცე ნებას ვუჭერთ მხარს“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.