თურქეთის, რუსეთის და ყაზახეთის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის 2024 წლის ნებართვების რაოდენობა ამოიწურა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის, ს და ყაზახეთის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მე -3 ქვეყანაში / მე – 3 ქვეყნიდან 2024 წლის ნებართვების რაოდენობა ამოიწურა.
უწყება ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რომელშიც ნათქვამია, რომ დამატებითი რაოდენობის სანებართვო დოკუმენტების მისაღებად პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობა მიმდინარეობს.
„გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მე -3 ქვეყანაში / მე – 3 ქვეყნიდან 2024 წლის ნებართვების რაოდენობა ამოიწურა, შესაბამისად შეწყდა რეგისტრაციის პროცესი.
სააგენტო აგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობას, რათა მივიღოთ დამატებითი რაოდენობის სანებართვო დოკუმენტები.“- აღნიშნულია განცხადებაში.

მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე ბათუმელები წერდა. მძღოლები გამოცემასთან აცხადებდნენ, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რეგისტრაციის გასავლელად.