თურქეთის პროკურატურამ ფეხბურთის 17 მსაჯისა და სუპერლიგის კლუბის პრეზიდენტის დაკავების ბრძანება გასცა.
„ანადოლუს“ ინფორმაციით, აღნიშნული პირები სამსახურებრივ მოვალეობას ბოროტად იყენებდნენ, ასევე თანხის სანაცვლოდ მატჩების შედეგების შეცვლას ცდილობდნენ.
ამასთან, გასულ კვირას თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის (TFF) 149 თანამშრომელი, მათ შორის მსაჯები და მსაჯების ასისტენტები, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის პროფესიულ ლიგებში მოქმედი 571 მსაჯიდან 371-ს ფსონების ანგარიშები ჰქონდა და მათგან 152 აქტიურად იყო ჩართული აზარტულ თამაშებში.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუმ სიტუაცია „თურქულ ფეხბურთში მორალურ კრიზისად“ შეაფასა.




