ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, – ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისალოც წერილში.
როგორც ერდოღანი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ მიხეილ ყაველაშვილის უფლებამოსილების ვადებში, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება.
„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო,
ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.
სრულად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადებში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – აღორძინება და ბედნიერება“,- ნათქვამია ერდოღანის მილოცვაში, რომელსაც საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
