ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს, – თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ პალესტინურ მიწებზე ისრაელის თავდასხმები უნდა შეწყდეს და მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.