თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის შემდეგ საკითხს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) განიხილავს. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება.
ამ მომენტისთვის უცნობია თუ როდის შედგება ასეთი კენჭისყრა.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბრის ბოლოს გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა