თურქეთის ოპოზიცია ექრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გააგრძელებს

თურქეთის ოპოზიციის ლიდერის, ოზგურ ოზელის განცხადებით, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად ქვეყანაში აქციები გაგრძელდება.
Reuters-ის ინფორმაციით, „რესპუბლიკური ხალხის პარტიის“რიგგარეშე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რომელზეც ოზელი პარტიის ლიდერად ხელახლა აირჩიეს, მან განაცხადა, რომ პარტია ყოველ შაბათ-კვირას მოაწყობს საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ქალაქში, ასევე დამატებით აქციებს სტამბოლის სხვადასხვა რაიონში ყოველ ოთხშაბათ საღამოს.
შეგახსენებთ, თურქეთში საპროტესტო აქციები 19 მარტს დაიწყო, როდესაც იმამოღლუ, რომელსაც პრეზიდენტ ს მთავარ კონკურენტად მოიხსენებენ, კორუფციის ბრალდებით დააკავეს, რასაც მომიტინგეები, ოპოზიციური პარტიები, ევროპელი ლიდერების ნაწილი და უფლებადამცველები პოლიტიზებულ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებენ.