თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, შავი ზღვის თავზე „უმართავი“ დრონი ჩამოაგდეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავი ზღვის თავზე „უმართავი“ დრონი ჩამოაგდეს.
„საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი და ნატო-ს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები აფრინდნენ“, – აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, დრონი თურქეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა და მისი აღმოჩენა რუტინული პროცედურების ფარგლებში მოხდა.
„დადგინდა, რომ საჰაერო კვალი დრონს ეკუთვნოდა, რომელიც უმართავი იყო. ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დრონი დასახლებულ პუნქტებს მიღმა, უსაფრთხო ადგილას ჩამოაგდეს“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ