თურქეთის ექსპორტმა იანვარში $20,3 მლრდ შეადგინა

თურქული ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,6%-ით გაიზარდა და$20,3 მლრდ შეადგინა.
„ჩვენ დავამყარეთ იანვრის ექსპორტის ყველაზე მაღალი რეკორდი თურქეთის ისტორიაში“, – ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის წილი მსოფლიო ექსპორტში 1,06%-მდე გაიზარდა.
„შემცირდა იმპორტი და საგარეო სავაჭრო დეფიციტი, ასევე გაიზარდა ექსპორტისა და იმპორტის თანაფარდობა“, – აღნიშნა მან.
ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ 2023 წელს თებერვლის მიწისძვრის დროს მიყენებული ზარალის მიუხედავად, თურქეთის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს – $255,8 მლრდ, მიაღწია.
თურქული ექსპორტის მოცულობამ ბოლო 12 თვის განმავლობაში $256,5 მლრდ-ს მიაღწია.
თურქული იმპორტის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარში 22%-ით – $26,2 მლრდ-მდე შემცირდა, აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში თურქეთის საგარეო სავაჭრო დეფიციტი გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 57 პროცენტით შემცირდა – 6,2 მილიარდ დოლარამდე.
იმპორტ-ექსპორტის დაფარვის კოეფიციენტი მიმდინარე წლის იანვარში გასულ წელთან შედარებით 18,9 პუნქტით გაიზარდა – 76,4 პროცენტამდე, დასძინა ბოლატმა.

ასევე დაგაინტერესებთ