თურქეთის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ერთ-ერთ რაიონში შენობა ჩამოინგრა

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 10 აგვისტოს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა, ხოლო ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგები ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა.

AFAD-ის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 19:53 საათზე ბალიქესირის პროვინციაში მოხდა, რომელიც ქალაქ სტამბოლის სიახლოვეს მდებარეობს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ X-ზე დაწერა, რომ საგანგებო სამსახურის ჯგუფებმა სტამბოლის სიახლოვესა და მეზობელ პროვინციებში მიწისძვრის შედეგების შემოწმება დაიწყეს.

მოგვიანებით მან დაამატა, რომ სინდირგის რაიონში მიწისძვრის შედეგად ერთი შენობა ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, ხოლო კიდევ ორი მოქალაქის გადარჩენას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.