თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და TIKA-ს თბილისის კოორდინატორი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბსუ-ს სტუმრობდნენ

თურქეთის ახლად დანიშნული გენერალური კონსული ბათუმში ადნან ალთაი ალთინორსი და TIKA-ს თბილისის კოორდინატორი ზეინებ ბაირაქი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბსუ-ს სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
“მერაბ ხალვაშმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წელი მიულოცა, ხაზი გაუსვა თურქეთის უნივერსიტეტებთან განხორციელებულ წარმატებულ თანამშრომლობას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნო.
შეხვედრაზე ერთობლივი გაცვლითი პროექტების და ინსტიტუციური პროექტების განხორციელება დაიგეგმა. სტუმრებმა დასასრულს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ქართველოლოგიის ცენტრში ისტორიულ სამხრეთ საქართველოს შესახებ გამოცემული მონოგრაფიები დაათვალიერეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას