“თურქეთის ავიახაზები” სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია, „თურქეთის ავიახაზები“ ფრენების სიხშირეს ზრდის.
ამჟამად, სტამბოლიდან თბილისისა და ს მიმართულებით, “თურქეთის ავიახაზები“ კვირაში 42 სიხშირით დაფრინავს. 31 მარტიდან, დამატებით რეისთან ერთად, სიხშირე გაიზრდება და კვირაში 50 -ს მიაღწევს.
დამატებითი რეისი კვირაში 4-ჯერ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით იფრენს. ხოლო ს მიმართულებით კი ავიაკომპანია კვირაში 11 რეისს შეასრულებს.
დამატებითი რეისი და ფრენების სიხშირის ზრდა, უფრო მოსახერხებელს გახდის მოგზაურობას საქართველოდან როგორც სტამბოლის, ასევე მსოფლიოს 346 მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია ასრულებს რეისებს.