თურქეთის აეროპორტები 9 თვეში 187.4 მლნ მგზავრს მოემსახურა

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდულკადირ ურალოღლუსგანცხადებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, თურქეთის აეროპორტებმა, პირდაპირი ტრანზიტული მგზავრების ჩათვლით, 187.4 მილიონ მგზავრს უმასპინძლა. ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 7.6%-ით გაიზარდა.
მინისტრის თქმით, ამ პერიოდში თურქეთის აეროპორტებში მგზავრების საშუალო დღიური რაოდენობა 686,000-ს შეადგენდა.
ცხრა თვის განმავლობაში თურქეთის საჰაერო ჰაბებში შესრულდა 756,659 შიდა ფრენა და 711,652 საერთაშორისო ფრენა. გადაფრენების ჩათვლით, ფრენების საერთო რაოდენობამ 1.8 მილიონსგადააჭარბა, რაც ასევე 7.6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
სექტემბრის თვეში შიდა მარშრუტებზე 9.5 მილიონი, ხოლო საერთაშორისო მარშრუტებზე 12.2 მილიონი მგზავრი გადაადგილდა, რაც ჯამში 24.7 მილიონია (ტრანზიტის ჩათვლით) და 10.5%-იანი ზრდაა წინა წლის სექტემბერთან შედარებით.
თურქეთის საავიაციო ცენტრებიდან ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობდნენ:
IGA სტამბოლის აეროპორტი: იანვარ-სექტემბერში 410,571 ფრენა და 62.8 მილიონი მგზავრი მოემსახურა. სექტემბერში კი 7.6 მილიონი მგზავრი მიიღო.
სტამბოლ სა­ბიჰა გიოქჩენის აეროპორტი (ანატოლიის მხარე): 202,965 ფრენა და 35.6 მილიონი მგზავრი. სექტემბერში 4.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ათათურქის აეროპორტმა (რომელიც ძირითადად აღმასრულებელი ფრენებისთვის გამოიყენება) 21,835 ფრენა შეასრულა.
ტურიზმის ცენტრებში მდებარე აეროპორტებმა ცხრა თვეში ჯამში 50.2 მილიონ მგზავრსმოემსახურა (აქედან 35.2 მილიონი საერთაშორისო მგზავრი იყო). ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი დაფიქსირდა:
· ანტალიის აეროპორტი: 31.3 მილიონი მგზავრი.
· იზმირის აეროპორტი: 9.5 მილიონი მგზავრი.
რაც შეეხება ტვირთის გადაზიდვას, იანვარ-სექტემბერში შიდა და საერთაშორისო მარშრუტებზე ჯამში 3.8 მილიონ ტონას გადააჭარბა.
მინისტრმა ურალოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის საავიაციო სექტორი აგრძელებს ზრდას და მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმში.